ფეხბურთი

15:35 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "სეზონის დაწყებისთვის ეს საუკეთესო გზაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა:

„ეს სეზონის დაწყების საუკეთესო შესაძლო გზაა. ეს აჩვენებს მოთამაშეების, კლუბის, მწვრთნელის, ჩვენი პრეზიდენტისა და ჩვენი საბჭოს ამბიციას. ნამდვილად ვიმსახურებთ ამ თასს. ძალიან კარგი მატჩი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. შევძელით მატჩის რთული მომენტების გადალახვა და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავწიე ეს თასი. ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი სიამოვნებაა“, - თქვა მარკინიოსმა.

„პარი სენ-ჟერმენს“ 16 აგვისტოს, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089717