„მანჩესტერ სიტიმ“ როდრის ტრანსფერის თაობაზე „ბარსელონას“ მეორე, 60 მილიონიანი შეთავაზებაც დაბლოკა. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Sky sport-ი იტყობინება.
ინგლისური კლუბი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხაზე პოზიციას არ ცვლის და 70-80 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს.
როგორც Sky Sports იტყობინება, „ბარსელონას“ მაქსიმალური შესაძლებლობა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ფიქსირებული თანხის გადახდაა, რომელსაც შესაძლოა დამატებითი ბონუსებიც დაემატოს. თუმცა „მანჩესტერ სიტი“ უფრო მაღალ თანხას ითხოვს და მოლაპარაკებებში პოზიციას არ ცვლის.
ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ფაქტია მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 298 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მანამდე ესპანელი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.





