24 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ჟერემი დოკუმ "მანჩესტერ სიტისთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია "ქალაქელთა" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით ბელგიელი ვინგერი ინგლისურ კლუბში 2031 წლამდე დარჩება.
ჟერემი დოკუ "სტიიში" 2023 წელს გადავიდა, მან 2025-2026 წლების სეზონში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 8 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





