„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ტიჯანი რეინდერსი კარიერას საუდის არაბეთში - „ალ ქადსიას“ რიგებში გააგრძელებს.
ნიდერლანდელი დათანხმდა ტრანსფერს და დღეს არ უვარჯიშია, რადგან საუდის არაბეთში გაფრენას ელოდება. „სიტისა“ და „ალ ქადსიას“ შორის შეთანხმება მანამდე შედგა - არბაბები ინგლისურ კლუბს 61 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ტიჯანი რეინდერსი „მანჩესტერ სიტის“ შარშან „მილანიდან“ შეუერთდა და 50 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. მას საუკეთესო პერიოდი „მილანში“ ჰქონდა, სადაც ორ სეზონში 104 თამაშში 19 გოლით გამოირჩა. მანამდე „ვალვაიკის“, „ცვოლესა“ და „ალკმაარის“ ღირსებას იცავდა.





