ფეხბურთი

22:20 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და "ბარსელონა" ფერანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ფერან ტორესი კარიერას „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ, კლუბებიც შეთანხმდნენ. პსჟ ესპანელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. ყველაფერი გადაწყვეტილია, მხოლოდ ოფიციალური დასტურია დარჩენილი.

ფერანს მხოლოდ პსჟ-ში გადასვლა სურდა, რამაც ტრანსფერი კიდევ უფრო გაამარტივა. ის ლუის ენრიკეს კარგად იცნობს - ესპანეთის ნაკრებში მისი ხელმძღვანელობით უთამაშია.

ფერან ტორესი „ვალენსიას“ აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლიდან „ბარსელონაში“ 207 მატჩში 65 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების მაისურით მას 65 თამაშში 25 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 4 გოლი საქართველოს გაუტანა, მისი კარიერის მთავარი მომენტი კი, რა თქმა უნდა, სამი კვირის წინ იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინას გამარჯვების გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170152