ფლორენციის „ფიორენტინამ“ „პარმადან“ არგენტინელი თავდამსხმელი მატეო პელეგრინო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ „იებმა“ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. სამაგიეროდ, „ფიორენტინამ“ დღევსე, „ბოლონიაში“ გაასხვისა იტალიელი ფორვარდი რობერტო პიკოლი, რომლის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო.
პელეგრინო ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, მაურისიო პელეგრინოს ვაჟია. ის „ველეს სარსფილდის“, „ესტუდიანტესის“ და „პლატენსეს“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2024 წლიდან „პარმას“ შემადგენლობაში 52 თამაშში 15 გოლი გაიტანა.





