ფეხბურთი

23:28 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას საგოლე პასი "ტვენტესთან" კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგაზე „დუნაისკა სტრედას“ ფეხბურთელი გიორგი გაგუა საგოლე პასით გამოირჩა.

სლოვაკური გუნდი საკუთარ მოედანზე „ტვენტეს“ დაუზავდა - 3:3, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა, რადგან პირველი მატჩი 0:6 ჰქონდა წაგებული.

გაგუას პასით 88-ე წუთზე პრინს ოვუსუმ გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვს ანგარიში 3:2 გახადა. გაგუა თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ცოტნე კაპანაძე სათადარიგო სკამზე დარჩა.

„კრაიოვამ“ შინ ფინური „კუპსი“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან პირველი მატჩი უგოლოდ იყო დასრულებული, მომდევნო ეტაპზე გავიდა. ანზორ მექვაბიშვილმა მასპინძელთა რიგებში ითამაშა და ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. „კრაიოვა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფშია და სულ მცირე, კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ლატვიური რფს შინ ჩეხურ „იაბლონეცთან“ 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. რფს-ის რიგებში ლაშა ოდიშარიამ 84 წუთი ითამაშა, ჩეხური გუნდის მაისურით მოედანზე 85-ე წუთამდე იყო ვახტანგ ჭანტურიშვილი.

კონფერენს ლიგას გამოეთიშა ლუკა გადრანის „ბეითარი“, რომელმაც ვენაში, „აუსტრიას“ 2:1 მოუგო, მაგრამ შინაც ასეთივე ანგარიშით ჰქონდა წაგებული. პენალტებში ავსტრიელები უფრო ზუსტი იყვნენ (4:2) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. გადრანმა 76-ე წუთამდე ითამაშა.

ალბანურმა „ეგნატიამ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლა მოახერხა, რითაც კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაში გაინაღდა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში. ალბანელებს სტუმრად „შემროკ როვერსთან“ 1:3 ჰქონდათ წაგებული, მაგრამ შინ 5:1 გაანადგურეს ირლანდიური გუნდი და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. „ეგნატიას“ ქართველი მეკარე ლევან თანდილაშვილი თადარიგში იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088318