ფეხბურთი

0:05 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სამი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

„მილანმა“ იუსუფ ფოფანა, ფიკაიო ტომორი და კრისტოფერ ნკუნკუ ტრანფერზე დააყენა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

როგორც გაირკვა, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა სამივე ფეხბურთელს პირადად აცნობა, რომ მის გეგმებში არ შედიან და გუნდი უნდა დატოვონ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „მილანი“ სამივეს გასხვისებაზე მუშაობს.

კრისტოფერ ნკუნკუმ გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით 35 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, იუსუფ ფოფანამ 2024 წლიდან 88 თამაშში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ფიკაიო ტომორიმ 2022 წლიდან 214 თამაშში 7 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083056