„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი აგენტი ჰყავს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ამიერიდან, კვარას აგენტი მუსა სისოკო იქნება. პსჟ-ს ვარსკვლავი ახალ წარმომადგენელთან კონტრაქტს დათანხმდა.
ეს სისოკო არ არის ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, არამედ, საფეხბურთო აგენტია, რომლის კლიენტები არიან უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლო მუანი, დეზირე დუე და სხვები.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიას აგენტი წლების განმავლობაში მამუკა ჯუღელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ხვიჩას აღარ წარმოადგენს.





