ფეხბურთი

13:28 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობიდან 10 წლის თავზე: "ლესტერ სიტი" იყიდება

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიის მქონე კლუბი, ლესტერ სიტი, შესაძლოა ახალი მფლობელის ხელში გადავიდეს. ინფორმაციას Sky Sports და Reuters ავრცელებენ.

კლუბის ტაილანდელი მფლობელი აიავატ სრივადჰანაპრაბჰა და მისი ოჯახი „მელიების“ გაყიდვას გეგმავენ. სრივადჰანაპრაბჰას ოჯახი კლუბს 2010 წლიდან ფლობს და ახლა მის სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტის მიღებას ელოდება.

გაყიდვის პაკეტში შედის „ლესტერის“ კაცთა და ქალთა გუნდები, King Power Stadium, სავარჯიშო ბაზა და ბელგიური კლუბი „ლიუვენი“. ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა, „ლესტერი“ ზედიზედ რამდენიმე დაქვეითების შემდეგ ახლა ინგლისის მესამე დივიზიონში, League One-ში, იმყოფება.

სრივადჰანაპრაბჰას ოჯახმა "ლესტერი" 2010 წელს დაახლოებით 35 მილიონად შეიძინა. კლუბისთვის გამორჩეული და ისტორიული 2016 წელი გამოდგა, როდესაც "მელიებმა" კლაუდიო რანიერის თაოსნობით პრემიერ ლიგის მოგება პირველად შეძლეს და ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინეს.

თეგებილესტერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155115