კალათბურთი

14:06 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

რასელ უესტბრუკმა კარიერა დაასრულა

NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, 18-წლიანი კარიერა დაასრულა. 37 წლის კალათბურთელმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი დაადასტურა.

უესტბრუკი კარიერას 209 სამმაგი დუბლით ასრულებს, რაც NBA-ის ყველა დროის რეკორდია. მან ასევე დაამყარა რეკორდი ერთ სეზონში 42 სამმაგი დუბლით (2016/17) და ზედიზედ 11 მატჩში სამმაგი დუბლით (2019). გარდა ამისა, უესტბრუკი NBA-ის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში საშუალოდ სამმაგი დუბლი ოთხჯერ დააფიქსირა.

2017 წელს უესტბრუკი NBA-ის MVP გახდა, კარიერის განმავლობაში კი 9-ჯერ ითამაშა All Star-ში. ის ასევე ორჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მექულე.

უესტბრუკმა კარიერის განმავლობაში „ოკლაჰომა სიტი თანდერის“, „ჰიუსტონ როკეტსის“, „ვაშინგტონ ვიზარდსის“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“, „დენვერ ნაგეთსისა“ და „საკრამენტო კინგსის“ რიგებში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149736