ფეხბურთი

15:53 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება მიღწეულია: მიკა გოდტსი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს

21 წლის ბელგიელი გარემარბი მიკა გოდტსი „აიაქსიდან" კარიერას „პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამსტერდამული კლუბი პსჟ-ს 55 მილიონიან შეთავაზებას ოფიციალურად დათანხმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიკა გოდტსი უახლოეს დღეებში პარიზში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ ოფიციალურად გახდება პსჟ-ს ფეხბურთელი.

მიკა გოდტსი „ანდერლეხტის" და „გენკის" აკადემიის აღზრდილია, ხოლო „აიაქსის" ძირითად გუნდში 2024 წლიდან თამაშობს. ბელგიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 17 გოლთან ერთად 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084044