ფეხბურთი

20:15 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავიდე ფრატეზი "ლაციოს" ფეხბურთელია

რომის „ლაციომ“ დავიდე ფრატეზი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის შეთანხმების მიუხედავად, გარიგება ჩაშლის პირას იყო: „ლაციოს“ ფინანსური დარღვევების გამო Lega Serie A ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლებას არ აძლევდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა.

ფრატეზი „ლაციოს“, რომლის გულშემატკივარი ბავშვობიდან იყო, მიუხედავად იმისა, რომ „რომას“ აკადემიაში თამაშობდა, იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა. „ინტერი“ იტალიელის სანაცვლოდ გაისად 15 მილიონ ევროს მიიღებს.

დავიდე ფრატეზი 2023 წლიდან „ინტერში“ თამაშობდა და 122 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მანამდე არაერთ გუნდში იყო, სახელი კი „სასუოლოში“ გაითქვა. იტალიის ნაკრებში 26 წლის ნახევარმცველის აქტივში 34 თამაშში 8 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091314