„კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კარგია, რომ სულ მინიმუმ კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაში გაინაღდეს, მაგრამ მიზანი, რა თქმა უნდა, ევროპა ლიგაზე მოხვედრაა, რისთვის რუმინულ გუნდს „არარატ-არმენიას“ დამარცხება მოუწევს.
„არარატ-არმენიას“ წინააღმდეგ რთული მატჩი იქნება. ევროტურნირებზე ყველა გუნდი სახიფათოა. ყველა გუნდი ცდილობს ფეხბურთის თამაშს. ისინი თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან, ამიტომ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ და გავიმარჯვოთ. მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. ის ფაქტი, რომ უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფებში ვართ, კარგია. მეორე წელია, რაც კლუბი ევროტურნირის ჯგუფში გადის. ყოველთვის მაქსიმუმს გვინდა, ჩვენზე ზეწოლა არ არის. ეს უბრალოდ ძალიან კარგი გამოცდილებაა თითოეული ჩვენგანისთვის.
რუმინული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნებოდა, მეტი გუნდი ჰყოლოდა ევროტურნირებზე, ამიტომ არ მიხარია, რომ ჩვენ ვართ ერთადერთები... რადგან ჩემპიონატისთვის მეტი გუნდის ყოფნა უკეთესი იყო. კოეფიციენტის თვალსაზრისით. ახლა ეს ჩვენთვის ერთგვარი უფრო დიდი მოტივაციაა, რადგან ჩვენ ევროპულ შეჯიბრებებში რუმინეთის სახელით ვართ წარმოდგენილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუმინელები გავახაროთ.
ბოლო დროს ძალიან ცუდი მომენტები გვქონდა. რადგან პირველ ათ წუთში თითქმის ყველა თამაშში გოლი გავუშვით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვდომინირებდით. კარგი იყო, რომ გოლის გატანა მოვახერხეთ. თამაში ჩვენს ხელში იყო და როდესაც მეორე გოლი გავიტანეთ, უბრალოდ დავიცავით უპირატესობა. ეს ჩვენთვის, კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
გაშვებული გოლები ჩვენი შეცდომების შედეგი იყო. ყველა გუნდს აქვს ასეთი მომენტები. ზოგჯერ არ გაგვიმართლა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ვიმუშაოთ, მომავალში უკეთესად გავაკეთოთ საქმეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "კრაიოვამ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინური "კუპსი" დაამარცხა.







