მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა შვებულებიდან გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან მიხარია, რომ ჩემს თანაგუნდელებთან და ახალ მწვრთნელთან დავბრუნდი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომელმაც თავდაჯერება გამიზარდა.
მოურინიო? ვგრძნობ, რომ მასთან უკვე კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემთვის ოცნებაა მოურინიოსთან მუშაობა. მხოლოდ ერთხელ მქონდა მისი ნახვის შანსი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გავიგებ, როგორია მასთან მუშაობა“, - თქვა ბელინგემმა.





