გერმანიის II ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰერტასთან“ დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი პირველი ტურისგან განსხვავებით ამჯერად ვერ გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმმა“ პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარა, სამი გოლი გაუშვა და მერე საქმე ვერ გამოასწორა. საბოლოოდ, „ჰერტამ“ 4:1 გაიმარჯვა. ზივზივაძე მოედანზე 78-ე წუთამდე იყო.
„ჰაიდენჰაიმი“ სამი ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 29 აგვისტოს, „დინამო დრეზდენს“ უმასპინძლებს.
ამავე ტურში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი“ „ზანკტ პაულის“ შინ დაუზავდა (2:2). ქართველ ფორვარდს ტრავმა აქვს და არ უთამაშია. „კილს“ 2 ქულა გააჩნია და წინ 30 აგისტოს, „მაგდებურგთან“ მატჩი ელოდება.





