ფეხბურთი

19:25 | 15.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში იაპონელი მეკარის ტრანსფერი ჩაიშალა

„პარი სენ-ჟერმენში“ „პარმადან“ იაპონელი მეკარის, ზიონ სუძუკის ტრანსფერი ჩაიშალა.

კლუბებს და ფეხბურთელს შორის შეთანხმება 5 დღეა მიღწეული იყო 35 მილიონ ევროდ ტრანსფერზე, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. გარიგების ჩაშლის მიზეზი ფეხბურთელის ბანაკთან საკომისოებთან დაკავშირებული პრობლემებია.

არადა, პსჟ-ს პარმაში გაგზავნილ ჰყავდა რეისი, რათა ფეხბურთელ სამედიცინო შემოწმება გაევლო.

პარალელურად, სიტუაციით სარგებლობას ცდილობს „ასტონ ვილა“, საიდანაც ფეხბურთელის გარემოცვას და „პარმას“ დაუკავშირდნენ. ინგლისელებმა 30 მილიონი ევროზე მეტის შეთავაზება უკვე გააკეთეს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083856