ნიდერლანდების ერედივიზიონის მეორე ტურში ირაკლი იეგოიანი პსვ ეინდჰოვენთან საგოლე პასით გამოირჩა.
ექსელსიორი პსვ-სთან 1:2 დამარცხდა, ხოლო 54-ე წუთზე ირაკლის ჩაწოდების შემდეგ კასპერ ვიდელმა გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).
იეგოინმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ორ ტურში 1 გოლთან ერთად 2 ასისტით გამოირჩა.
ექსელსიორს ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 22 აგვისტოს სტუმრად ნაიმეგენთან გამართავს.







