ფეხბურთი

20:56 | 16.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილას" ქამბექი "მეშახტესთან"

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ტყიბულის „მეშახტე“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

არადა, კახა ჩხეტიანის გუნდმა კარგად დაიწყო და მე-15 წუთზე გიორგი გოგოლაშვილის გოლით დაწინაურდა. თუმცა, „დილამ“ პირველივე ტაიმში დააქამბექა: მალევე შოთა შეყილაძემ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მუჰამედ დიუფმა მასპინძლები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეყილაძემ პენალტით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

„დილამ“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 29 ქულით მეხუთე და მომდევნო მატჩს „იბერიასთან“ გამართავს, ხოლო „მეშახტე“ 11 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერა და „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154181