ფეხბურთი

22:57 | 16.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მარტივი გამარჯვება "სამგურალთან"

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალი“ 4:0 გაანადგურა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს მაგრად აჯობა და პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყდა. ანგარიში ავოკე ეშეტემ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს ლუკა წულუკიძისა და დმიტრი მანდრიჩენკოს გოლები მოჰყვა.

მეორე ტაიმში უერდი მარამ კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალს“ 28 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია და „სპაერს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156603