„დუნაისკა სტრედამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „კომარნო“ სტუმრად 3:0 დაამარცხა, გიორგი გაგუა კი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 65-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, როცა ანგარიში 2:0 გახადა. 7 წუთში მან გოლს საგოლე პასი დაუმატა და ამარ რამადანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გაგუას სლოვაკეთის ჩემპიონატში სამ მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. თითო გოლით და პასით ის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოირჩა. ცოტნე კაპანაძემ დღევანდელ შეხვედრაში 37-ე წუთიდან ითამაშა.
„დუნაისკა სტრედა“ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 აგვისტოს, „პოდბრეჟოვას“ შეხვდება.







