ფეხბურთი

0:50 | 17.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლანსმა" პსჟ დაამარცხა და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოთხი დღის წინ ევროპის სუპერთასი მოიგო, მაგრამ საფრანგეთის სუპერთასის მოგება ვერ შეძლო.

ლუის ენრიკეს გუნდი ტიტულისთვის მატჩში „ლანსთან“ დამარცხდა. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 32-ე წუთზე ფლორენ ტოვენმა გაიტანა, დარჩენილ დროში კი, "ლანსმა" უპირატესობა შეინარჩუნა.

იმის მიუხედავად, რომ დინო ტოპმიოლერის გუნდი 39-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, როცა კილიან ანტონიო გააძევეს, პსჟ-ს არაფერი გამოუვიდა; არც ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც 70-ე წუთზე სენი მაიულუმ შეცვალა. 87-ე წუთზე ნუნუ მენდეში გააგდეს და გუნდებმა თამაში 10-10 კაცით დაასრულეს.

„ლანსს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის შვილი, დინო წვრთნის.

„ლანსმა“ საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

პსჟ ლიგა 1-ის პირველ ტურში, 23 აგვისტოს, „რენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165729