ფეხბურთი

0:20 | 17.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძეს გაუმჯობესება კიდევ შეუძლია"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „იუვე სტაბიასთან“ მატჩის (4:1) შემდეგ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა:

„ვიმედოვნებ, რომ ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს შეტევაში სიღრმეში თამაშს, ხაზებს მიღმა გასვლის უნარს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. მე და ჩემს შტაბს მისი გაუმჯობესება შეგვიძლია“, - თქვა ალვინიმ.

იტალიის თასის მომდევნო ეტაპზე „ფროზინონე“ „სასუოლო“ – „ჩეზენას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო 23 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159271