„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, შედეგით არა, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილია:
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მთელი მატჩის განმავლობაში ვნახე, შედეგით არა, მეტს ვიმსახურებდით. „ლანსმა“ ჩვეული ინტენსივობით ითამაშა და უნდა მივულოვოთ. მომეწონა ის, რაც ვნახე და ჩემი გუნდის თამაშის სტილი. ძნელი სათქმელია, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე, ინტენსივობით, განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპისთვის. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საჭირო იღბალი არ გვქონდა.
ტრანსფერებზე მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებისას ვისაუბრებ და როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ყველა თემაზე ვისაუბრებ.
ტიტულების, მატჩების მოგება რთულია, ამის დაფასება მნიშვნელოვანია. ყოველდღე გვინდა გაუმჯობესება. უნდა გავაგრძელოთ თამაში ისე, როგორც ადრე. სეზონს რომ ვიწყებთ, ყველა ამბობს, რომ ლიგა 1 ადვილია, მაგრამ ასე არაა, სულ მცირე ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიგა 1-ის პირველ ტურში, 23 აგვისტოს, „რენს“ უმასპინძლებს.





