ფეხბურთი

15:33 | 17.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა

„ბარსელონამ“ ჟოაო კანსელოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. პორტუგალიელი უკვე ჩავიდა ბარსელონაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელმა პირველი კომენტარიც გააკეთა: „ამ სეზონში საუკეთესო გუნდი გვყავს. როგორც იქნა, სადაც მინდოდა ვყოფილიყავი. ერთი კვირაა ინტენსიურად ვვარჯიშობ, რათა „ბარსელონასთვის“ მზად ვყოფილიყავი“, - თქვა ჟოაომ.

ჟოაო კანსელომ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა „ბარსაში“ და 23 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2023-2024 წლების სეზონში 42 შეხვედრაში 4 გოლით გამოირჩა. მას უთამაშია „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ალ-ჰილალში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156669