ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.
ის „ბარსელონას“ B გუნდს შეუერთდა, სადაც ჟულიანო ბელეტის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს, ასისტენტის პოზიციაზე. ეს სერხიოს პირველი ნაბიჯია სამწვრთნელო კარიერაში.
სერხიო ბუსკეტსს პრაქტიკულად მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც 2008-2023 წლებში 722 თამაშში 18 გოლი გაიტანა. 2023 წლიდან „ინტერ მაიამიში“ გამოდიოდა, სადაც წელს კარიერა დაასრულა.





