„ლიონის“ ბელგიელი გარემარბი მალიკ ფოფანა შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
„რომამ“ ფოფანასა და „ლიონთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ფინანსური დეტალები კი ჯერ უცნობია. ფოფანას „რომაში“ გადასვლა სურს, იტალიელები კი საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც „პორტუდან“ როდრიგო მორას ტრანსფერს დახურავენ.
ბელგიელი შემტევის თაობაზე ინტერესი ბოლო დღეებში სტამბოლის „გალათასარაიმაც“ გამოხატა.
21 წლის მალიკ ფოფანა „გენტის“ აღზრდილია, 2023 წელს კი „ლიონს“ შეუერთდა, სადაც 80 თამაშში 17 გოლი გაიტანა.





