ფეხბურთი

21:41 | 17.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ბერძენი ფეხბურთელი დაიმატა

„დორტმუნდმა“ სალონიკის „პაოკიდან“ ნიჭიერი ბერძენი შემტევი, იანის კონსტანტელიასი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბერძენის სანაცვლოდ გერმანელებმა 26 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

კონსტანტელიასი „პაოკის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 188 თამაშში 44 გოლი გაიტანა, საბერძნეთში ნაკრებში კი დღემდე 17 შეხვედრაში 4 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097823