EA Sports-მა FC 27-ის მაღალრეიტინგიანი ფეხბურთელთა მონაცემები ოფიციალურად გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი თამაშის საბაზისო რეიტინგიც ცნობილია.
ქართველ ვარსკვლავს ახალ საფეხბურთო სიმულატორში 89-რეიტინგი ექნება, რაც წინა ვერსიასთან შედარებით ორი რეიტინგით გაუმჯობესებულია. FC 26-ში კვარას საერთო რეიტინგი 87 იყო.
თამაშში ყველაზე მაღალი 91-91 რეიტინგები კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს აქვთ. ცნობისთვის, FC 27 ოფიციალურად 26 სექტემბერს გამოვა.







