ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჰოსამ ჰასანი მოქმედი და ყოფილი ცოლების ჩხუბში გაშველების შედეგად დაშავდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინციდენტი ქუჩაში მოხდა, როცა მისი ცოლები ერთმანეთს შეხვდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, მათ გაშველებას როცა ცდილობდა, ჰასანმა გონება დაკარგა და ექიმების დახმარება დასჭირდა.
60 წლის მწვრთნელი სერიოზულად არ დაშავებულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არაა.







