ფეხბურთი

19:10 | 18.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" გულიელმო ვიკარიო დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ტოტენჰემიდან“ გულიელმო ვიკარიო დაიმატა. ტრანსფერი დაიმატა.

29 წლის მეკარე იტალიურ გრანდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხოლო გაისად „იუვეს“ მისი გამოსყიდვის უფლება სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ ექნება.

ვიკარიომ „ტოტენჰემში“ 2023 წლიდან 117 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი „პერუჯას“, „კალიარის“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში ხუთჯერ უთამაშია.

გულიელმო ვიკარიომ მიკელე დი გრეგორიო უნდა შეცვალოს, რომლის თამაშით ტურინში ძალიან უკმაყოფილო იყვნენ. ის სავარაუდოდ გუნდს დატოვებს და მედიაში „მარსელის“ შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15673