ფეხბურთი

21:20 | 18.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როდრი "ბარსელონას" ფეხბურთელია

„ბარსელონამ“ როდრის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელის სანაცვლოდ „ბარსამ“ „მანჩესტერ სიტის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გამოცდილი ნახევარმცველის ხელფასი სეზონში 15 მილიონი ევრო იქნება.

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს განსაკუთრებული დღეა, ჩემს კარიერაში ახალი თავი. ეს რთული გადაწყვეტილება იყო. პირველ რიგში, სიტიდან წასვლის გამო. მათ ყველაფერი მომცეს და წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მადლობას ვუხდი მათ ჩემი წასვლის ხელშეწყობისთვის.

ბარსელონა ყოველთვის იყო ჩემთვის გლობალური სტანდარტი, ფეხბურთის მათი გაგებისა და ღირებულებების გამო. მართალია, კიდევ ერთი შეთავაზება მქონდა, მაგრამ ბარსა ჩემი პირველი არჩევანი იყო. ოპერაცია? სერიოზული არაფერი, თამაში შემიძლია და ხვალვე შემიძლია გუნდთან ერთად ვივარჯიშო“, - აღნიშნა როდრიმ პრეზენტაციაზე.

როდრიმ კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო, შემდეგ ერთი სეზონი „ატლეტიკოში“ ითამაშა, ხოლო 2019 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 298 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ის ევრო 2024-ის და 2026 წლის მუნდიალის MVP გახდა, 2024 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086531