ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის პირველი სამი მატჩი მატჩი გაიმართა და სამივე ფრედ დასრულდა.
სტამბოლში, „ფენერბაჰჩესა“ და „ლიონის“ დაპირისპირებაში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. „ლიონი“ პირველი ტაიმის მიწურულს ლოის ოპენდას გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე მეისონ გრინვუდმა უპასუხა. მერე არაფერი შეცვლილა.
ზაგრებში, ხორვატიის ჩემპიონმა „დინამომ“ ნორვეგიის ჩემპიონ „ვიკინგს“ ვერ აჯობა. „დინამო ზაგრებმა“ თამაში დიდებულად დაიწყო და მეათე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ნორვეგიელებმა ორჯერ გაიტანეს და 2:2. ყველაფერს საპასუხო თამაში გადაწყვეტს.
კიდევ ერთი მატჩი სოფიაში შედგა, სადაც „ლევსკი“ და ათენის „აეკი“ უგოლოდ დაზავდნენ, შესაბამისად, ყველაფერი საბერძნეთში გადაწყდება.







