ფეხბურთი

0:30 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯამალ მუსიალა თამაშის დროს შეუძლოდ კიდევ ერთხელ გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელ ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გერმანელი ნახევარმცველი „ჰაიდენჰაიმთან“ სპარინგში შეუძლოდ გახდა.

ეს ბოლო დღეებში მეორედ მოხდა: შაბათს, „ლაიფციგთან“ შეხვედრაში დაკარგა გონება, ამჯერად კი კიდევ ერთხელ. ის „ჰაიდენჰაიმთან“ თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და 5 წუთში თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ მოედანი თავისი ფეხით დატოვა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ფეხბურთისგან პაუზის აღებას არ აპირებს და გულშემატკივრები დაამშვიდა:

„პირველ რიგში, კარგად ვარ. უპირველეს ყოვლისა, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი ყველა შეტყობინებისა და მხარდაჭერისთვის. მესმის, რომ ბევრი თქვენგანი შეშფოთებულია. დამისვეს დიაგნოზი, რომელიც ადვილად იკურნება და გამოწვეულია ნევროლოგიური დისფუნქციით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბოლო დროს მომხდარი მომენტები, როგორიცაა ლაიფციგის წინააღმდეგ და ახლა ჰაიდენჰაიმთან. ვიცი, რომ ერთი შეხედვით ეს შეიძლება საშიშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ამჟამად უბრალოდ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამ მხრივ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას ვიღებ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბაიერნი და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ამ გზაზე მხარში მიდგანან. მნიშვნელოვანია, რომ ამის გარდა არანაირი დამატებითი ჯანმრთელობის რისკი არ არსებობდეს. სპეციალისტებთან მჭიდრო კონსულტაციისა და რეგულარული კომუნიკაციის შედეგად, ჩემი პირადი სურვილი იყო ამ გამოწვევის წინაშე დგომა და ნევროლოგ სპეციალისტების თანხმობით გამეგრძელებინა ის, რაც ყველაზე მეტად მეხმარება გამოჯანმრთელებაში: უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება და ფეხბურთის თამაშის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ავიღე“, - დაწერა მუსიალამ სოციალურ ქსელში.

„ბაიერნმა“ პრესეზონის ბოლო სპარინგში „ჰაიდენჰაიმი“ 4:2 დაამარცხა, რომლის რიგებში ბუდუ ზივზივაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164253