ფეხბურთი

10:15 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მისმა ეჭვებმა მეც დამაეჭვა“ - მოურინიომ როდრის „რეალში" ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა

ესპანელი ნახევარმცველი როდრი ოფიციალურად „ბარსელონას" ფეხბურთელია. სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალიც" იჩენდა და მხარეები ტრანსფერის დახურვასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ არ შედგა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა და განმარტა, რატომ ვერ შედგა როდრის „სამეფო კლუბში“ გადასვლა.

მოურინიოს თქმით, „რეალი“ როდრის შეძენით სერიოზულად იყო დაინტერესებული და ფეხბურთელს საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაც გაუკეთა. თუმცა, საბოლოოდ, თავად მოთამაშის ყოყმანმა მადრიდულ კლუბს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

„როდრის რამდენჯერმე ვესაუბრე და „რეალმა“ მას ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა. მას ეჭვები ჰქონდა, ყოყმანობდა და მისმა ეჭვებმა მეც დამაეჭვა. როდრი განსაკუთრებული ფეხბურთელია და მის მიმართ მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, „რეალი“ ისეთი მასშტაბის კლუბია, რომელსაც არ შეუძლია ჰყავდეს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვობს. როდესაც ფეხბურთელს ეკონტაქტები, გინდა გაიგო, მისი სურვილის შესახებ. ეს არის იდეა.

მე როდრი არ მაკლია. ჩვენ ფეხბურთელები არ გვაკლია. არ ვამბობ, რომ კიდევ არავინ დაგვემატება, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ღიაა, მაგრამ თუ პირდაპირ მკითხავთ, ჩემთვის დასრულებულია თუ არა სატრანსფერო პერიოდი, დიახ, დასრულებულია. ძალიან მომწონს ჩემი გუნდი", - განაცხადა მაურინიომ.

ცნობისთვის, როდრის სანაცვლოდ „ბარსამ“ „მანჩესტერ სიტის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გამოცდილი ნახევარმცველის ხელფასი სეზონში 15 მილიონი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160544