ფეხბურთი

11:22 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა და სალაჰი ერთად? „ტრაბზონსპორმა" ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

38 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ შესაძლოა „ალ-ჰილალი" დატოვოს და კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჯუოღლუ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბენზემას დამატებით „ტრაბზონსპორია" დაინტერესებული და თურქულმა კლუბმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. თუ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, არ არის გამორიცხული „ტრაბზონსპორში" მოჰამედ სალაჰისა და ქარიმ ბენზემას დუეტი ვიხილოთ.

ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ ბენზემას „ალ-ჰილალში" სიტუაცია დაეძაბა და შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე გაუწყვიტოს.

ქარიმ ბენზემა „ალ-ჰილალში" 2026 წელს გადავიდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089671