ინგლისის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ცენტრალური მცველი ეზრი კონსა ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას Givemesport-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მეთოფეებმა" "ასტონ ვილასთან" შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს და ეზრი კონსა კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. თავდაპირველად მხარეებს შორის სატრანსფერო თანხაზე დიდი სხვაობა იყო, "ასტონ ვილა" 60 მილიონს ითხოვდა, მაშინ როცა ლონდონელების პირველი შეთავაზება დაახლოებით 30 მილიონი იყო.
ეზრი კონსა "ასტონ ვილაში" 2019 წლიდან თამაშობს, ხოლო იქამდე "ჩარლტონში" და "ბრენტფორდშიც" უთამაშია. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 45 მილიონია.





