ჩოგბურთი

17:10 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკ კირიოსმა დოპინგ ტესტი ჩააგდო და ჩოგბურთიდან დროებით მოკვეთეს

31 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა დოპინგ ტესტი ჩააგდო და საერთაშორისო ჩოგბურთის კეთილსინდისიერების სააგენტომ (ITIA) დროებით საქმიანობას ჩამოაშორა. ინფორმაცია თავად კირიოსმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

მის ანტიდოპინგურ ნიმუშში, რომელიც მალიორკაზე 22 ივნისს აიღეს, კოკაინის მეტაბოლიტი ბენზოილეკგონინი აღმოჩნდა. დროებითი დისკვალიფიკაცია 4 აგვისტოდან მოქმედებს.

კირიოსმა მის ამ ქმედებას შეცდომა უწოდა და სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

"ჩემს მიერ ჩაბარებულ ნიმუშში კოკაინი აღმოჩნდა, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, ოჯახს, სპონსორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ახლოსაა. ყველაზე მეტად კი იმ ბავშვებს ვუხდი ბოდიშს, რომლებიც მე მისაბაძად მთვლიდნენ. მესმის, რა მაგალითს ვაძლევ მათ და საკუთარი თავის მიმართ ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა კირიოსმა.

ნიკ კირიოსმა 2026 წელს მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158621