„რაიო ვალეკანოში“ გიორგი წიტაიშვილის რეგისტრაციის პრობლემა მოგვარებულია.
ქართველ ფეხბურთელს დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დებიუტი მეორე ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ ექნება. ის, რომ მზადაა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემაც დაადასტურა.
„წიტაიშვილი კარგადაა და სავარაუდოდ, განაცხადშიც იქნება“, - თქვა „რაიოს“ მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ ტურში მან ვერ ითამაშა, რადგან კლუბმა მისი ტრანსფერის დარეგისტრირება ვერ მოასწრო. „რაიო ვალეკანო“ მეორე ტურში 20 აგვისტოს, „ალავესს“ შეხვდება.





