კერტის ჯონსი კარიერას „ლივერპულიდან“ „ინტერში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
ჯონსის სანაცვლოდ „ინტერი“ 35 მილიონ ევროს გადაიხდის. დაგეგმილია სამედიცინო შემოწმებაც, რომლის შემდეგ ინგლისელი იტალიელებთან კონტრაქტს გააფორმებს.
25 წლის კერტის ჯონსი „ლივერპულის“ აღზრდილია და სხვაგან აქამდე არც უთამაშია. „წითლებში“ მან 228 თამაშში 22 გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებში კი ექვს შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.





