ფეხბურთი

20:52 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "მუსიალაზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ"

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჯამალ მუსიალას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაოგნებულია.

მუსიალა ბოლო ოთხ დღეში ორჯერ გახდა შეუძლოდ თამაშის დროს და გონება დაკარგა. მის შესახებ ჰიონესმა განაცხადა:

„ენა ჩამივარდა, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. ის ფაქტი, რომ ეს ოთხი დღის შემდეგ ისევ განმეორდა, გამაოგნებელია. ღამით ამ ფიქრით ვიძინებ და დილით მასზე ფიქრით ვიღვიძებ. ჯამალს უპირობო მხარდაჭერა აქვს“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელმა გაავრცელა ღია წერილი და გულშემატკივრები დაამშვიდა - რომ თავს კარგად გრძნობს. როგორც მან თქვა, ფეხბურთისგან პაუზის აღებას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161216