საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.
მას სჯერა, რომ შანსი ახალ როლშიც მიეცემა. თუმცა, ჯერჯერობით, გურამი ფეხბურთისგან ისვენებს.
„თითქმის 25 წელი ვთამაშობდი, მაგრამ ამჟამად ფეხბურთის სრულიად განსხვავებულ მხარეს განვიცდი. უფრო მეტიც, არ შეიძლებოდა კარიერის დასასრულებლად უკეთესი დროის შერჩევა, რადგან „სლოვანში“ სრულიად ახალი რამ შენდება. საერთოდ არ ვნანობ ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებას. საბოლოოდ, არანაირი ზეწოლა არ მაქვს და მაქვს თავისუფლება, რაც ცხოვრებაში არასდროს მქონია.
ახლა დიდ დროს ვატარებ ოჯახთან ერთად. ზედმეტ კილოგრამებზე არ ვდარდობ, თუმცა, ყოველ დილით დავრბივარ და ჯანსაღი ცხოვრების წესი მიყვარს. კიდევ რამდენიმე თვე დავისვენებ. თუმცა, მჯერა, რომ მალე მწვრთნელის რანგშიც მომეცემა შანსი. მჯერა, რომ ერთ დღეს მწვრთნელად „სლოვანში“ დავბრუნდები. „სლოვანის“ გარდა, ასევე მინდა ჩემი მშობლიური კლუბის, „დინამოს“ და „ვიტესის“ ხელმძღვანელობა, სადაც ვთამაშობდი. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაა“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. მან „დინამოში“, „ვიტესში“, „სან ხოსეში“, „ლოკომოტივსა“ და „სლოვანში“ ითამაშა, საქართველოს ნაკრებში კი 129 მატჩით რეკორდსმენია.







