ფეხბურთი

1:21 | 20.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. დიეგო სიმეონეს გუნდმა ელიტაში დაბრუნებულ „მალაგას“ უმასპინძლა და საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით, რადგან მუნდიალზე ნათამაშები ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში დიეგო სიმეონემ არ დააყენა.

თუმცა, მეორე ტაიმში ისინი დასჭირდა და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი. „ატლეტიკოში“ დებიუტი გოლით აღნიშნა კან-ინ ლიმ, რომელიც შეცვლაზე შევიდა და 70-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 15 წუთის შემდეგ კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა გაიტანა - ალექს ბაენამ, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მადრიდელებმა 2:0 მოიგეს.

„ატლეტიკო“ ლა ლიგის მეორე ტურში 23 აგვისტოს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, ხოლო „მალაგა“ „დეპორტივოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161848