ფეხბურთი

11:17 | 20.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა მსოფლიოში საუკეთესო მცველები დაასახელა

„ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მსოფლიოში საუკეთესო მცველები დაასახელა.

„მომწონს საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში, რადგან ისინი მეხმარებიან ჩემი პოტენციალის გამოვლენაში. პსჟ-ს წინააღმდეგ რთული შეხვედრები გვქონდა - მარკინიოსი, პაჩო, ორი შესანიშნავი მცველი. კარგი ბრძოლები გვქონდა. არსებობს მიზეზი, რის გამოც პსჟ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი წარმატებულია და მათ ამაში დიდი როლი ითამაშეს. ისინი ალბათ ყველაზე მეტად გამოირჩევიან. ბევრ ტოპ გუნდს შესანიშნავი ცენტრალური მცველები ჰყავს და მე ეს გამოწვევები მსიამოვნებს“, - ცოტოტებს კეინის სიტყვებს FourFourTwo.

გასულ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 6:5 ანგარიშით დაამარცხა, რის შემდეგაც ფრანგულმა კლუბმა ტურნირი მოიგო.

თეგებიჰარი კეინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086789