ფეხბურთი

19:20 | 20.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილიც შესაძლოა ესპანეთში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და „კრაიოვას“ ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი „კადისს“ დაუკავშირეს.

ესპანური მედიის ცნობით, ალბერტ სელადესის გაწვრთნილ გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და მექვაბიშვილი ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა, ფინანსური დეტალები უცნობია, რადგან „კრაიოვა“ მასში 3-4 მილიონ ევროს მაინც მოითხოვს.

„კადისში“ ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი. ესპანური გუნდი ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.

ანზორ მექვაბიშვილი 2024 წლიდან „კრაიოვაში“ თამაშობს, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მანამდე კი „დინამო თბილისში“ გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში მას 33 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159541