ფეხბურთი

23:57 | 20.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ანდრია ბართიშვილს წინასწარი კონტრაქტი შესთავაზა

ლონდონის „არსენალს“ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ანდრია ბართიშვილის გადაბირება სურს და BBC-ის ცნობით, მას წინასწარ კონტრაქტზე შეთავაზებაც გაუკეთა.

„არსენალის“ მიზანია, 17 წლის შემტევი მიმდინარე წლის ბოლოს დაიმატოს, როდესაც მას ფოთის „კოლხეთთან“ კონტრაქტი ამოეწურება. ამ ტრანსფერზე „არსენალის“ სპორტული დირექტორის ანდრეა ბერტას თანაშემწე მაურიციო მიკელი მუშაობს, რომლის სახელსაც უკავშირდება 2022 წელს, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - მაშინ მიკელი „ნაპოლის“ სკაუტების ხელმძღვანელი იყო.

თუმცა, ბართიშვილის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ და „ლივერპულიც“ იჩენენ. ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ანდრია ბართიშვილი ამჟამად იჯარით საქართველოს ჩემპიონ თბილისის „იბერიაში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086234