ფეხბურთი

1:40 | 21.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "კვარაცხელია აშკარად პირველია, ოქროს ბურთი უნდა მოიგოს"

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.

ამის შესახებ გერმანელმა ინსტაგრამზე, ერთ-ერთი პოსტის კომენტარში დაწერა, როდესაც ჰკითხეს, ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი:

„კვარამ. ალბათ, ეს არ მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, აშკარად პირველია. მსოფლიოს ჩემპიონატის გამორჩეულმა ოთხმა ფეხბურთელმა - მესიმ, ბელინგემმა, მბაპემ და როდრიმ საშუალო დონის სეზონი ჩაატარეს ან უმნიშვნელო ლიგაში ითამაშეს. კვარა კი გასული სეზონის და ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია“, - დაწერა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთზე ორჯერ იყო წარდგენილი: 2023 წელს მე-17 ადგილი დაიკავა, შარშან კი მე-17. France Football-ი წლევანდელ გამარჯვებულს 26 ოქტომბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082543