ლონდონის „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ სავინიოს ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბებს. სხვა დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სავინიო არ არის ერთადერთი, ვინც შეიძლება „დეზებს“ „ქალაქელებისგან“ შეუერთდეს. კლუბები ომარ მარმუშის თაობაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და დიდი შანსია, ეგვიპტელიც „ტოტენჰემში“ გადავიდეს.
სავინიომ კარიერა „ატლეტიკო მინეიროში“ დაიწყო, შემდეგ პსვ-სა და „ჟირონაში“ ითამაშა, ხოლო „მანჩესტერ სიტიში“ 2024 წლიდან 84 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.





