ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, „სპორტინგი“ და „სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე საბოლოოდ მორიგდნენ.
ქართველი ფეხბურთელი სევილიაში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ერთწლიან საიჯარო კონტრაქტს გააფორმებს. გიორგი გუნდსაც გაჰყვება „ბილბაოში“, რათა შაბათს, ბასკების წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იყოს.
ამრიგად, კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში: ქოჩორაშვილს ლა ლიგაში ადრეც უთამაშია, „ლევანტეს“ მაისურით.
გასულ სეზონში მან „სპორტინგის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ქართველი „კასტელონში“, „ჟირონასა“ და „ლევანტეში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილს 26 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.





