„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გუნდთან ერთად იქნება ლა ლიგის მეორე ტურში „ბილბაოსთან“ შეხვედრაში.
თუმცა, ესპანელმა ისიც თქვა, რომ არ ითამაშებს, მაგრამ გუნდთან ინტეგრაციისთვის საჭიროა, რომ ის ბილბაოში მათთან ერთად იყოს.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი შემოგვიერთდა. ის ბილბაოში ჩვენთან ერთად მიემგზავრება და სათადარიგოთა სკამზე იქნება. რამდენჯერმე ვესაუბრე. ის სათადარიგოთა სკამზე იქნება და, ალბათ, არ ითამაშებს, მაგრამ შესაძლოა, გამოვიყენოთ, რადგან რობიმ გასულ კვირას ერთი დღე ივარჯიშა და ნახევარი თამაში ითამაშა. ჩემი აზრით, მისი პოზიცია 8 ნომერია“, - თქვა ლუის გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი უკვე სევილიაშია და გუნდს „სპორტინგიდან“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.





